„ძალიან კარგია, ქართველი ახალგაზრდების არჩევანი ცხადზე უცხადესია“ - რას წერს ნიკა გვარამია?
რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ -ის ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე განაცხადი დაახლოებით 100-მა ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა, თუმცა წელს მათთვის ორასი ადგილი იყო გამოყოფილი.
„ძალიან კარგია.
ქართველი ახალგაზრდების არჩევანი ცხადზე უცხადესია:
აბა ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს გამოეცხადებინათ უფასო მიღება, ათასები იქნებოდნენ მსურველებში“ - ასე გამოეხმაურა ინფორმაციას „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.