რუსეთში ნავალნის ადვოკატები დააკავეს
რუსეთის პოლიციამ დააკავა ადვოკატები, რომლებიც ადრე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის იცავდნენ. დილით მათ ბინებში ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ამავე პოზიციას იზიარებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.