თეგებით ძიება

ახლა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა მშვიდია - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, "ახლა რუსეთს საქართველოსთან მშვიდი ურთიერთობა აქვს".

"ახლა ჩვენი ურთიერთობა [საქართველოსთან] მშვიდია, მეზობლებთან თანამშრომლობის ინტერესი მათაც აქვთ", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

ამასთან, დღეს პუტინმა განაცხადა, რომ "საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა კი იდენტობას კარგავს". პუტინის თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია.

"ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, დღეს ამ ფორმატში არ მუშაობს. საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე", - თქვა პუტინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა