ორი მანქანის შეჯახების შედეგად კახეთში ერთი ადამიანი დაიღუპა
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ვაზ-21 და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაღუპულია ერთი მგზავრი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.