„ჰამასი“ პუტინს მადლობას უხდის
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავისი პოზიციის გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სიონისტური აგრესიის მიმართ და მის წინააღმდეგობას ღაზას ალყის, ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმების მიმართ“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე ომზე ისაუბრა. პუტინმა ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის ზრდის გამო „შეშფოთება გამოთქვა“.
პუტინმა ორივე მხარეს მოუწოდა საბრძოლო მოქმედებები ნულამდე დაიყვანონ.