თეგებით ძიება
14. 10. 2023 ვიდეო

"მიცვალებულს მამაომ ცოლი წაართვა" - ვინ არის მღვდელი, რომელიც გარდაცვლილის მთელ ქონებას დაეპატრონა და მემკვიდრეები ნულზე დატოვა? (ვიდეო)

მღვდელი, რომელმაც მიცვალებულს წესი აუგო, გარდაცვლილის მთელ ქონებას დაეპატრონა და მემკვიდრეები ნულზე დატოვა. 

დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" გამომძიებელი ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი მოგიყვებათ, როგორ დაითანხმა მღვდელმა ქვრივი, რომ ქმრის მთელი ქონება მისთვის გადაეფორმებინა. 

"მიცვალებულს რომ ცოლი აახიოს მამაომ, ეს არ მესმის" - ეუბნება "შაბათის ეთერს" გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

გარდაცვლილი კაცის მემკვიდრეს მღვდელმა ახლა იქით უჩივლა და ციხით ემუქრება. 

მამა გრიგოლი, რომელიც მიცვალებულის დიდძალ ქონებას დაეპატრონა ახლა გარდაცვლილის დედას სახლიდან აძევებს.

არაერთ სკანდალში გახვეული მღვდელი, სულიერ შვილებთან მრუშობაშიც არის მხილებული. ქალი, რომელმაც მღვდელმა შვილი გააჩენინა, სასულიერო პირს საპატრიარქოში უჩივის.

"თავს შევაკლავ, შევწირავ და ამას არ ვაპატიებ". - ამბობს ქალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა