თეგებით ძიება
14. 10. 2023 მსოფლიო

ღაზაში 1 300-ზე მეტი შენობა განადგურდა - გაერო

გაეროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 1300-ზე მეტი შენობა განადგურდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში 5 540 საცხოვრებელი ერთეული განადგურდა და 3 750 სახლი იმდენად მძიმედ არის დაზიანებული, რომ საცხოვრებლად უვარგისია.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა