პალესტინელებიც იტანჯებიან, მათ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან - ბაიდენი
პალესტინელებიც იტანჯებიან, მათ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და თქვა, რომ უზრუნველყოფენ, რომ ისრაელს ჰქონდეს ის რაც სჭირდება, რათა თავი დაიცვას ტერორისტებისგან.
"დასაწყისიდანვე ვთქვი და შეცდომას ნურავინ დაუშვებს. შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ისრაელს აქვს ის, რაც სჭირდება, რომ დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს. ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია სასწრაფოდ მოგვარდეს ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში. ჩემი დავალებით, ჩვენი გუნდები მუშაობენ რეგიონში, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებთან და გაეროსთან, რომ ჰამასის თავდასხმების ჰუმანიტარული შედეგები აღმოვფხვრათ და დავეხმაროთ ისრაელს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პალესტინელების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ჰამასთან და მის შემზარავ თავდასხმებთან და ისინიც იტანჯებიან ამ ყველაფრის შედეგად". - განაცხადა ბაიდენმა.