თეგებით ძიება
14. 10. 2023 ვიდეო

"ჰამასის მებრძოლები, რომლებიც გამოხატავენ თანაგრძნობას ბავშვების მიმართ" - ჰამასმა ისრაელიდან გატაცებული ბავშვების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა

ჰამასმა გამოაქვეყნა ახალი კადრები, სადაც ჩანს ისრაელელი ბავშვები, რომლებიც გაიტაცეს შაბათს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ვიდეოს, რომელიც გამოქვეყნდა ჰამასის ტელეგრამის არხზე, ეწერა: „ჰამასის მებრძოლები, რომლებიც გამოხატავენ თანაგრძნობას ბავშვების მიმართ კიბუცის „ჰოლეტი“ ბრძოლების შუაგულში, ოპერაცია ალ-აქსას წარღვნის პირველ დღეს“.

ჰამასის თავდასხმის დროს კიბუც ჰოლიტზე ცამეტი ისრაელის მოქალაქე მოკლეს.

იმის გამო, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ბავშვების ვინაობა ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, გაურკვეველია, იყვნენ თუ არა ბავშვების მძევლად წაყვანის დროს მათი მშობლები დაღუპულთა შორის.

ჰამასის ვიდეო შედგება მოკლე კლიპების სერიისგან, რომლებშიც ჰამასი ამტკიცებს, რომ მათი წევრები "თანაგრძნობიანები" არიან ბავშვების მიმართ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა