თეგებით ძიება

ისრაელის თავდაცვამ 280 ძებნილი პალესტინელი დააკავა, 157 ჰამასთან ასოცირებული პირია

ისრაელის თავდაცვამ 280 ძებნილი პალესტინელი დააკავა, მათ შორის 157 ადამიანი ჰამასთან ასოცირებული პირია. ქვეყნის თავდაცვა იტყობინება, რომ ღაზაში მოპოვებული კონტროლის შემდეგ, ებრაელების ცხედრებიც იპოვეს. აღმოჩენილია ათეულობით გვამი.

ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ისრაელის არმია ახლა  სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. შეტევა სავარაუდოდ საღამოს დაიწყება. ამ წუთებშიც, ისრაელის ჯარები ღაზას საზღვარს ამაგრებენ. შვიდ დღიანი ომის განმავლობაში, ისრაელმა ჯამში ათასი სამიზნე გაანადგურა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა