თეგებით ძიება

ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?

ისინი, ვისაც არასოდეს გაუსინჯავს ყვითელი საზამთრო, შესაძლოა ფიქრობდნენ რომ ის ხელოვნურად შექმნილი ხილია. თუმცა, ეს უჩვეულო შეფერილობის ნესვის ნაირსახეობის პროდუქტი ნამდვილად ბუნებრივია და დიდი რაოდენობის მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს.

რა არის ყვითელი საზამთრო?

ყვითელი საზამთრო წითლის იდენტურია, მხოლოდ ფერშია განსხვავება. ხალხი მას ისევე მოიხმარს, როგორც ჩვეულებრივ, ყველაზე უფრო გავრცელებულ წითელ საზამთროს. ეს არის საზამთროს ბუნებრივი ჯიში, რომელმაც გენეტიკური მუტაცია განიცადა, არ გამოიმუშავებს ლიკოპენს (ან ძალიან დაბალ დონეს).

ფერი და შემადგენლობა

საზამთროს ეს ყვითელი ნაირსახეობა სინამდვილეში საზამთროს ორიგინალური ფორმაა და პირველად აფრიკაში მოხდა მისი კულტივაცია. კვლევის თანახმად, რომელიც Journal of Food Composition and Analysis-ში გამოქვეყნდა, ლიკოპენი არის ნაერთი, რომელიც ბევრ პოპულარულ ხილსა და ბოსტნეულში შედის, როგორიცაა პომიდორი და წითელი საზამთრო. ყვითელ საზამთროს აკლია აღნიშნული ნივთიერება, მაგრამ ისინი ამას ანაზღაურებენ ბეტა-კაროტინით და ასევე მდიდარია გულისთვის სასარგებლო მინერალებით – მაგნიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით და კალიუმით. საზამთროს ორივე სახეობას აქვს მაღალი წყლის შემცველობა, რაც დაგეხმარებათ ორგანიზმის დატენიანებაში და ამასთან, ორივე ერთნაირად გემრიელია.

გემო

ყვითელი საზამთროს გემო ცოტა უფრო ტკბილია, ვიდრე მისი წითელი ბიძაშვილის. რბილობს თაფლისა და გარგრის მსგავსი გემო აქვს. ქერქს რაც შეეხება, შედარებით სქელი აქვს, თუმცა, მისი რბილობის უნიკალური კვებითი შემადგენლობა მას ღირებულს ხდის.

ყვითელი საზამთროს კვებითი ღირებულება

ყვითელ საზამთროს თითქმის იგივე, ორგანიზმისთვის სასარგებლო კვებითი შემცველობა აქვს, როგორც წითელს რამდენიმე შესამჩნევ განსხვავებას თუ არ ჩავთვლით. ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ვიტამინების A და C შემცველობის საკმაოდ მაღალი დონეა, რაც ორგანიზმის დღიური მოთხოვნის 18 და 21 პროცენტს შეადგენს. ერთი ფინჯანი საზამთრო შეიცავს 50-ზე ნაკლებ კალორიას. ის ასევე შეიცავს ზომიერი რაოდენობით კალიუმსა და ნატრიუმს. თუ წითელი საზამთრო მდიდარია ლიკოპენით, ყვითელში – ბეტა–კაროტინის მაღალი დონეა, კიდევ ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აღმოაჩენთ ტკბილ კარტოფილსა და სტაფილოში.

ყვითელი საზამთროს გამოყენება

მისი მოხმარების ბევრი საშუალება არსებობს, ისევე როგორც წითელი საზამთროსი:

რადგან ამ ხილის ზოგადი ხასიათი და კონსისტენცია ისეთივეა, როგორც წითელი საზამთროსი, ის ასევე ითვლება ძალიან პოპულარულ ინგრედიენტად ხილის სალათებსა და სმუსებში.

ასევ შეგიძლიათ გამოწუროთ ყვითელი საზამთროს წვენი, თუ გსურთ ტკბილი და მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული სასმელის მიღება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქ ხილის სალათებში, როგორც ძირითადი ინგრედიენტი.

დაჭერით სხვადასხვა ფორმის ნაჭრებად და ზაფხულის წვეულებაზე სტუმრებს გაუმასპინძლდით.

როგორ შევინახოთ ყვითელი საზამთრო

თუ ყვითელი საზამთროს შენახვას უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გეგმავთ, მაშინ მნიშვნელოვანია მისი შენახვის შემდეგი წესები იცოდეთ:

თუ თქვენ დაუჭრელი ყვითელი საზამთრო შეიძინეთ, მისი შენახვა შესაძლებელია თაროზე 2 კვირის მანძილზე, სანამ არ დაიწყებს გაფუჭებას.

თუ რეგულარულად გადააბრუნებთ საზამთროს, ამით მის ვარგისიანობას გაახანგრძლივებთ.

შეგიძლიათ საზამთრო მაცივარში 3 კვირის მანძილზე შეინახოთ დაჭრამდე.

საზამთროს გაჭრის შემდეგ, იმ ნაწილს, რომლის შენახვასაც აპირებთ, გადააკარით სამზარეულოს პოლიეთილენის აპკი და მაცივარში მოათავსეთ.

სანამ ამ სახეობის საზამთროს გაჭრით, დარწმუნდით რომ გულმოდგინედაა გარეცხილი, რადგანაც მიდრეკილია შეინარჩუნოს მცენარეული ქიმიკატების და პესტიციდების ზოგიერთი ნარჩენი. ნაჭრებად დაჭრილი ყვითელი საზამთრო შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ 3-5 დღის მანძილზე, მაგრამ სიტკბო და წვნიანობა ეკარგება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.

განსხვავება ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძირითადი განსხვავება ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის მათ რბილობში შემავალ ქიმიური ნაერთებშია. პიგმენტური ნაერთი, რომელიც წითელი საზამთროს შემადგენლობაში შედის ლიკოპენია, მაშინ როდესაც ყვითელი საზამთრო შეიცავს ბეტა-კაროტინს, იგივე ქიმიური ნაერთი, რომელიც ფერს აძლევს სტაფილოს.

წყარო: intermedia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა