თეგებით ძიება

ისრაელის მხარდასაჭერად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ავიამზიდ USS Eisenhower-ის განთავსების ბრძანება გასცა იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდის და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.

„ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების და ასევე, ამ ომის გაფართოების შეკავების საქმეში ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, გაიგზავნება კიდევ ერთი ავიამზიდი. აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა რეგიონში სიგნალია, რომ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის მტკიცე და ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, შავაკავოთ ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო „აქტორი“, რომელიც ამ ომის ესკალაციას ცდილობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო საჰაერო ოპერაცია დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა