თეგებით ძიება

ვინ არის პირველი პაკისტანელი გოგო, რომელიც " მის მსოფლიოზე" გამოვა?

24 წლის ერიკა რობინი „მის სამყაროს“ კონკურსზე პაკისტანს წარადგენს. თუმცა პაკისტანში ახალ ამბავს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

პაკისტანელმა სენატორმა მუშტაქ აჰმედმა (ჯამაათ-ე-ისლამის პარტიიდან) ყოველწლიურ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო“ - 24 წლის ერიკა რობინის წარდგენას "სამარცხვინო" უწოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანვარ ულ-ჰაკ კაკარმა კი ამ საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

სარწმუნოებით ქრისტიანი ერიკა რობინი (წარმოშობით პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიდან) აპირებს, რომ ღრმად კონსერვატიული პაკისტანი სილამაზის კონკურსზე - „მის სამყარო“ - წარადგინოს. ერიკა რობინი მალდივის რესპუბლიკაში გამართულ კონკურსზე ხუთ ფინალისტს შორის „მის სამყარო პაკისტანად“ აირჩიეს.

„მის სამყაროს“ ფინალი, ნოემბერში, ელ-სალვადორში გაიმართება. კონკურსის 72-წლიან ისტორიაში პაკისტანს საკუთარი წარმომადგენელი „მის სამყაროს“ კონკურსისთვის არასოდეს დაუსახელებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა