„რაგინდ ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, ზუსტად ამ დღეშია დღეს საქართველო და ქართველი ხალხი“ - დემურ გიორხელიძე
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უცვლლელად გთავაზობთ:
„როცა ერს ჯანსაღი და მაღალინტელექტუალური ელიტა
ჰყავს, - და პოლონელებს აშკარად ჰყავთ (!), -
დიდი ხანია ვადევნებ თვალს მათ შიდა მდგომარეობას, -
აი, ასეთ ჯანსაღ ელიტას შეუძლია დაინახოს და
ღიად გააკეთოს ის შეფასება, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ!
ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია, საქართველო, ოღონდ,
პოლონელებისგან განსხვავები, მცირერიცხოვანი
პასუხისმგებლობის მქონე ინტელექტუალების ამარა!
აი, რას წერს გავლენიანი პოლონური Myśl Polska:
"დასვლეთი მიჩვეულია სჯეროდეს პოლონური
უგუნურების. პოლონელების იძულება საჭირო არ არის -
საკმარისია ჭკვიანურად თავგზა აუბნიო (ან, უფრო ზუსტი იქნება, - "გააბრიყვო". - დ.გ.-ს შენ.) ისინი. ისინი (ანუ პოლონელები - დ.გ.-ს შენ.) მიდრეკილნი არიან ირწმუნონ ყველაზე აბსურდული პროპაგანდა, ოღონდ კი იგი მოედინებოდეს დასავლეთიდან. ახლა კი ქვეყანა (ანუ პოლონეთი - დ.გ.-ს შენ.) საზღაურს იხდის საკუთარი შეცდომებისთვის."
(თარგმნა: დ.გ.-მ)
p.s.
რაგინდ ტრაგიკულიც არ უნდა იყოს, ზუსტად ამ დღეშია
დღეს საქართველო და ქართველი ხალხი.
დაუწერელი კანონია:
გლობალური ინტერესების გატარებისას მსოფლიო
პოლიტიკის დიდი მოთამაშეები სრულად იყენებენ იმ
რესურსს, რა რესურსსაც მას იდეოლოგიით მოტყუებული
და საკუთარისადმი უპატივცემულობაში ჩავარდნილი
ქვეყნები წარმოადგენენ“ - წერს გიორელიძე.