თეგებით ძიება

საქართველოზე უსაფრთხოა დღეს ისრაელი! არაფერი ხდება ისეთი, როგორც ამწვავებენ“ - რას ყვებიან ისრაელიდან საქართველოში დაბრუნებულები

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ისრაელიდან სამშობლოში ბრუნდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელიდან მორიგი რეისი ცოტა ხნის წინ დაფრინდა. ბორტზე 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ეთნიკურად ქართველი ისრაელის მოქალაქეები.

უმრავლესობა ქალაქ აშდოთიდანაა. ისრაელიდან დაბრუნებულები ყვებიან, რომ ბილეთების ყიდვა მომატებული ფასისა და მცირე რაოდენობის გამო გაუჭირდათ.

“დამიჯერეთ, საქართველოზე უსაფრთხოა დღეს ისრაელი! არაფერი ხდება ისეთი, როგორც ამწვავებენ“ 

"ბილეთები ვერ ვიშოვეთ, 10 რიცხვიდან ვეძებ ბილეთებს და ძლივს ვიშოვეთ 15 რიცხვის, თუმცა თვითმფრინავი იყო ცარიელი" - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

წყარო: მთავარი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა