ხვალ ინგა ფერაძეს საქართველოში ჩამოასვენებენ
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ემიგრაციაში გარდაცვლილ ქართველ მომღერალს, ინგა ფერაძეს საქართველოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.
ინგა ფერაძე საქართველოში იქნება ორშაბათს 16 ოქტომბერს დილის 9.55 სთ.ორშაბათსვე დასვენებული იქნება სარიტუალო დარბაზში მისამართზე-უნივერსიტეტის ქუჩა 6
( უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ქუჩა).
სამშაბათს დილას მოხდება მისი გადასვენება ფილარმონიაში და 12 საათიდან დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდი.
გასვენება მოხდება ფილარმონიიდან 3 საათზე. დაიკრძალება მახათას მთაზე პანთეონში...🌺
ნათელში იყავი,ჩემო ლამაზო მეგობარო - წერს მაკა რაზმაძე.