ნუმეროლოგია - როგორ გამოვთვალოთ ბედის რიცხვი და რას გვიამბობს იმ მომავალზე?
ზოდიაქოს ნიშანს ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენს ხასიათზე. თუმცა, თუ გსურთ, გაიგოთ მეტი პიროვნული თვისებებისა და წარმატებული ცხოვრების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, ნუმეროლოგიას უნდა მიმართოთ. რიცხვების ინტერპრეტაციის მაგიურობა ბევრ საინტერესო დეტალს გეტყვით ე.წ. ბედის რიცხვზე დაყრდნობით, რომელიც ადვილად გამოითვლება დაბადების თარიღიდან გამომდინარე.
როგორ გამოვთვალოთ ეს რიცხვი?
არ ინერვიულოთ, ამისთვის განსაკუთრებული მათემატიკური უნარები არ გჭირდებათ. უბრალოდ უნდა დაწეროთ თქვენი დაბადების თარიღი და შეკრიბოთ ციფრები. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 21/08/1992, გამოთვლა იქნება: 2 + 1 + 8 + 1 + 9 + 9 + 2 = 32. შემდეგ კი შეკრიბეთ მიღებული ჯამის რიცხვები: 3 + 2 = 5. ამრიგად, თქვენი ბედის რიცხვი 5-ია. თუ ჯამი 10-ის ტოლია, მაშინ 1 და 0 უნდა შეკრიბოთ და თქვენ ე.წ. საბედისწერო რიცხვი 1 იქნება.
რისი თქმა შეუძლია საბედისწერო ნომერს თქვენზე?
როცა ბედის რიცხვი 1-ია
თქვენ გამორჩეული კრეატიულობა, განსჯის თავისუფლება და ინოვაციური აზროვნების უნარი გაქვთ. აქტიური, ინიციატივიანი და ძალიან ენერგიული ხართ. ნომერი ერთი პასუხისმგებლობისა და თავდაჯერებულობის გრძნობას განასახიერებს, ამიტომ თქვენნაირი ადამიანები ბუნებრივად (თუმცა სურვილისამებრ) აღმოჩნდებიან რეჟისორის სავარძელში. ერთი არის იდეალური ქულა წარმატებული კარიერისთვის. სიყვარულში ადამიანები, რომელთა საბედისწერო რიცხვი 1-ია, ერთგული და სანდო პარტნიორები არიან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში დომინანტურ როლს ასრულებენ ურთიერთობებში.
როცა ბედის რიცხვი 2-ია
ამ ცხოვრებისეული ნომრის მფლობელებს რეგულარულად უწევთ გამკლავება განწყობის ცვალებადობასთან და დეპრესიასთანაც კი, მაგრამ ამავე დროს, თქვენ ხართ კეთილი და გულწრფელი. მიუხედავად მრავალმხრივი ნიჭისა, ოჯახური ფასეულობები და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის პრიორიტეტული იქნება თქვენთვის. იცით, როგორ სწრაფად და საზრიანად მოაგვაროთ კონფლიქტები, ხოლო სამსახურში - გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს. იმის გამო, რომ თქვენ მიდრეკილნი ხართ, სხვა ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვისკენ, ხშირად გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ.
როცა ბედის რიცხვი 3-ია
ისინი, ვინც სამს იღებენ, ცხოვრებაში წარმოგვიდგებიან, როგორც ქარიზმატული ოპტიმისტი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან სხვებით. თქვენ პოპულარული ხართ მეგობრებში, წარმატებული ხართ სამსახურში და იპყრობთ ნებისმიერ მიზნებს შემოქმედებითი მიდგომისა და თვითდისციპლინის წყალობით. თუმცა, წარმატება ხშირად იპყრობს შურიანი ადამიანების ყურადღებას, რაც არა მხოლოდ გაღიზიანებთ, არამედ გიქმნით ბარიერებს წინსვლისთვის. მათთვის, ვისაც საბედისწერო რიცხვი აქვს 3, ძალიან მნიშვნელოვანია ჭეშმარიტ სიყვარულთან შეხვედრა, თუმცა ზოგჯერ თქვენთვის ადვილი არ არის სხვისი გრძნობების გაგება და თანაგრძნობის გამოხატვა.
როცა ბედის რიცხვი 4-ია
ოთხი განასახიერებს მთლიანობას - შემთხვევით არ არის, რომ კვადრატს ოთხი კუთხე აქვს, ზოდიაქოს ნიშნები კი ოთხ ელემენტად იყოფა. ამ ცხოვრებისეული გზის მქონე ადამიანებს აქვთ გამჭრიახი გონება, ორგანიზების შთამბეჭდავი ნიჭი და ლოგიკაზე უცვლელი დამოკიდებულება. თქვენი პუნქტუალურობისა და პირდაპირი საუბრის მანერიდან გამომდინარე, ხშირად აღგიქვამენ, როგორც მკაცრი ხასიათის პერსონაჟს, მაგრამ შინაგანი ჰარმონია და მშვიდი განწყობა შეგძენთ ნამდვილ მეგობრებს და სტაბილურ ურთიერთობას.
როცა ბედის რიცხვი 5-ია
თქვენ ხართ გამორჩეული სპიკერი, შეგიძლიათ მოუგოთ ნებისმიერ თანამოსაუბრეს ან გუნდს მოტივაცია მისცეთ. მოქნილობა კომუნიკაციაში, გახსნილობა, კეთილგანწყობა თქვენთვის თანდაყოლილი უნარია. გიყვართ თავისუფლება და თავგადასავალი, ცდილობთ, უგულებელყოთ ყოველდღიური რუტინა და გრძელვადიანი ვალდებულებები. თქვენთვის აშკარა პრიორიტეტები ართულებს ურთიერთობას ნათესავებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან, მაგრამ თქვენნაირი ქარიზმატული ადამიანისგან დიდი ხნით განაწყენება უბრალოდ შეუძლებელია.
როცა ბედის რიცხვი 6-ია
ექვსი სტაბილურობისა და სიმართლის სიმბოლოა. თუ თქვენ გაქვთ ცხოვრებისეული ბილიკის ეს ნომერი, ხართ პერფექციონისტი, შთაგონებული ჰარმონიითა და სილამაზით, შემოქმედებითი, მეოცნებე ადამიანი, გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობით და დიდი ამბიციებით. თქვენ გაქვთ საკმარისი ტაქტი, რომ გამოიცნოთ სიტუაცია, სადაც თქვენი დახმარებაა საჭირო, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების საქმეებში უმიზეზოდ. დიდი ალბათობით, სრულად გაიხსნებით შემოქმედებით პროფესიაში და გამოავლენთ შესაძლებლობების მაქსიმუმს.
როცა ბედის რიცხვი 7-ია
შვიდი ჯადოსნური, ძლიერი რიცხვია. თქვენ გაწონასწორებული, თავდაჯერებული ხართ, გაქვთ ნიჭი, ამოიცნოთ სხვა ადამიანის ბუნება. ასევე, გაქვთ სასწაული ინტუიცია და შეგიძლიათ რაღაცები წინასწარ ზუსტად განსაზღვროთ. ურთიერთობებში ერთგულებასა და ჰარმონიას აფასებთ. თუმცა, სტაბილური ურთიერთობისთვის თავადაც მოგიწევთ გარკვეული პრინციპების დათმობა.
ბედის რიცხვი - 8
თუ რვას მიიღებთ, კარიერის კიბეზე წარმატებით გადახვალთ. თქვენნაირი ადამიანები წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი. ხართ პრაქტიკული მოაზროვნეები, ნამდვილად გსურთ ბევრი ფულის შოვნა და გაქვთ კონკურენტული მიზნები და გეგმები. ასევე, გაქვთ აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია და ყოველთვის მზად ხართ აიღოთ, ინიციატივა საკუთარ ხელში. ნებისყოფა აუცილებლად მიგიყვანთ რომელიმე მიზნისა და წარმატებისკენ.
ბედის რიცხვი - 9
ნომერი ცხრა არის პოზიტიური, აქტიური და მოკრძალებული პიროვნების რიცხვი, რომლის ამოხსნაც არც ისე ადვილია. ერთი მხრივ, როგორც ჩანს, სოციალურად აქტიური ხართ, იცით როგორ იყოთ კომპანიის სული და მზად ხართ ყველაფრისთვის საყვარელი ადამიანების გულისთვის. მეორეს მხრივ, საკუთარ თავს უფლებას აძლევთ იყოთ გულწრფელი მხოლოდ განსაზღვრულ ადამიანებთა, დანარჩენებთან კი ემოციებს დაფარავთ. თუმცა, სიყვარულში ძალიან გულწრფელი, თბილი და დამთმობი ხართ.