მე-9 კლასელი გოგო, რომელიც საკუთარ ბაბუას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ხაშურში?
მკვლელობა, თვითმკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - ხაშურში მე-9 კლასელი გოგო საცხოვრებელი კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფოს ექიმებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.
„მთავარეი არხის“ ინფორმაციით, გოგონა ფიგურირგებს სექსუალური ძალადობის გახმაურებულ საქმეში - მან რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ბაბუის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ამ ჩვენების საფუძველზე 60 წლამდე კაცი შსს-მ დააკავა, ის სასჯელს იხდის.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.