თეგებით ძიება

"მოსწავლეს თმაზე მოქაჩა" - ქობულეთის სკოლიდან მასწავლებელი დაითხოვეს

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი, ნანი ცივაძე "ბათუმელებთან" ამბობს, მიზეზი ისაა, რომ პედაგოგმა ბავშვს თმა მოქაჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან," - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

"ბათუმელების" ინფორმაციით, ეს უკვე მეორე მასწავლებელია, რომელმაც ბავშვზე ძალადობის გამო სკოლა დატოვა. პირველი ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როცა მასწავლებელმა მოსწავლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა