"რომ მოვედი უგონოდ ეგდო, თავი გახეთქილი ქონდა..." - ხაშურში მე-9 კლასელი გოგო გარდაცვლილი იპოვეს - ნახეთ, რას ყვებიან მეზობლები (ვიდეო)
ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგო ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში. არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა. შსს-მ კაცი დააკავა, ის სასჯელს იხდის.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.