თეგებით ძიება
16. 10. 2023 მსოფლიო

თუ ისრაელი ღაზაში შესვლას გადაწყვეტს, წინააღმდეგობის ლიდერები მას საოკუპაციო ჯარისკაცების სასაფლაოდ გადააქცევენ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანმა ისრაელი რეგიონული ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.

„ჩიხით თუ დასრულდება ზომები, რომლებიც მიმართულია ისრაელის თავდასხმების დაუყოვნებლივ შეჩერებაზე, დიდი ალბათობით, მრავალი სხვა ფრონტი გაიხსნება. ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული და ეს სულ უფრო სავარაუდო ხდება. თუ  სიონისტური ერთეული [ისრაელი] ღაზაში შესვლას გადაწყვეტს, წინააღმდეგობის ლიდერები მას საოკუპაციო ჯარისკაცების სასაფლაოდ გადააქცევენ“, - განუცხადა „ალ-ჯაზირას“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა