,, ამ წუთას საქართველოში, გაუქმდა უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი” – ნათია მეზვრიშვილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე
პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,გილოცავთ“! ამ წუთას საქართველოში, გაუქმდა უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. დემოკრატიის კარი ოფიციალურად დაიხურა!
ეს მოხდა ოცნების პირობებში, რომელიც
ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავად იქცა იმად, რასაც 2012 წელს ებრძოდა.
ყველაფერი კი 2021 წლის დეკემბერში დაიწყო – გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. შემდეგ იყო:
▪️აუდიტის სამსახური;
▪️სახალხო დამცველი;
▪️ანტი-კორუფციული ბიურო;
▪️ეროვნული ბანკი;
▪️ცესკო.
პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები პარტიისაა.
ასეთ პირობებში უნდა ჩატარდეს 2024 წლის არჩევნები – არც ერთი ინსტრუმენტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად!
ოცნება როგორ დაასრულებს, ნათელია. ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მომწერი მოსამართლეები კი დამსახურებულ ადგილს დაიკავებენ ქართული დემოკრატიის გამანადგურებელთა რიგებში.”