როდის გაიმართება პარლამენტში კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე? - კობახიძის განმარტება
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე კვირის ბოლომდე გავა. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარლამენტს აქვს ვალდებულება, რომ ამ საკითხს კენჭი 2 კვირის განმავლობაში უყაროს. შესაბამისად, ეს საკითხი კენჭისყრაზე მიმდინარე კვირის ბოლომდე გავა. გვაქვს ორკვირიანი ვადა და იმ კვირაში სესიები არ არის. აქედან გამომდინარე, ამ სასესიო კვირის ბოლომდე ეს საკითხი სესიაზე დადგება და შედგება განხილვა“, - განმარტა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.