თეგებით ძიება

არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები - პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

,,ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ უნდა რცხვენოდეს, ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. 

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, გადადგომას არ აპირებს.

„არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი , ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა