„მოკლულთა და ტყვედ აყვანილთა შორის არ არიან სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები“ - ლაშა ბერულავა
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს:
„ტრაგედია სტატისტიკაში:
7 ოქტომბერს, ისრაელის მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მეტი ამერიკელია მოკლული (23). ტყვედაც ყველაზე მეტი - 14 ამერიკელი ჰყავთ.
საფრანგეთს 17 მოქალაქე მოუკლეს, 6 კი მძევლად ჰყავთ.
შემდეგ მოდიან ტაილანდი, უკრაინა და რუსეთი. თითოეული ამ ქვეყნიდან ჯიჰადისტებმა 15 ადამიანი მოკლეს. მართალია, რუსეთის მხრიდან ჰამასელების ხმამაღალი გმობა არ მოგვისმენია, მაგრამ კი, რუსეთის 15 მოქალაქეა მოკლული, ხოლო 8 ტყვედ აყვანილი.
დაზარალებულ ქვეყნებს შორის არგენტინაცაა - ამ ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს, 11 კი ტყვედ წაიყვანეს.
რაც შეეხება ბრაზილიელებს, 5 მოკლეს, 9 კი, სავარაუდოდ, მძევალია.
ლატვიასა და ლიეტუვას თითო მოქალაქე მოუკლეს, ერთი ესტონელი მძევალია.
ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მოქალაქეებიც დაზარალდნენ: 3 აზერბაიჯანელი მოკლეს, 1 ტყვედ აიყვანეს.
მოკლულთა და ტყვედ აყვანილთა შორის არ არიან სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ცნობილია, რომ რეიმის ფესტივალზე საქართველოს მინიმუმ, ორი მოქალაქე იმყოფებოდა, მაგრამ მათ გადამალვა მოასწრეს და გადარჩნენ.