ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.