თეგებით ძიება

17-18 ოქტომბერს წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

17 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რომელაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, დღეს, 17 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან 18 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: ქსნის, ერწოს, ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ლომთათიძის, ცინცაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, კაკაბაძის, ბარამიძისა და მიმდებარე ქუჩებს. გურამიშვილის გამზირის, სანზონის, ზღვის უბნის კვარტლებისა და დადიანის ქუჩის ნაწილს.

გლდანის რაიონში: ქერჩის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ანდრონიკაშვილის, რიონისა და მიმდებარე ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს, გლდანის “ა” და I-IV მიკრო რაიონებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა