ბელგიის პოლიციამ ორი მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პოლიციამ გაანეიტრალა
ბელგიის პოლიციამ შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა. ეჭვმიტანილს პოლიციამ კაფეში ესროლა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიყენებული ჭრილობის შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა, ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით კი, დამნაშავე ამ დრომდე ცოცხალია.
ბელგიის პროკურატურა და ბრიუსელის მერი ადასტურებენ, რომ მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, ეჭვმიტანილი განეიტრალებულია. სპეცოპერაცია სხარბექის რაიონში ჩატარდა. აღმოჩენილი იქნა თავდასხმის იარაღი.
ბრიუსელის მერის, ფილიპ ქლოზის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილია ტუნისელი 45 წლის აბდესლამ ლასუედი, რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი 2019 წელს მიიღო. ტუნისელი მამაკაცი ბელგიაში 2016 წლიდან ცხოვრობდა და პოლიციის ყურდღება იმავე წლიდან მიიქცია, როგორც რადიკალიზებულმა პირმა, რომელსაც ჯიჰადის კონფლიქტურ ზონაში სურდა წასვლა.