თეგებით ძიება

"გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დამაბრუნეთ ჩემს მშობლებთან" - "ჰამასმა“ ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი გოგოს პირველი ვიდეო გაავრცელა

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი გოგოს პირველი ვიდეო გაავრცელა. ამის შესახებ ინფრომაციას ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მია სქემი 7 ოქტომბერს  ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. ჰამასის თავდასხმის შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა. 

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში გოგონა ასეთ სიტყვებს ამბობს:

„ისინი ჩემს ზრუნავენ, მომცეს წამლები. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დამაბრუნეთ ჩემს მშობლებთან და მეგობრებთან.. რაც შეიძლება მალე წამიყვანეთ აქედან, გთხოვთ“, - ამბობს გოგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა