თეგებით ძიება
17. 10. 2023 ვიდეო

"ზარი რომ დაირეკა, იფიქრა გადავხტები ფანჯრიდან და მალე მივალ სახლშიო" - გეგუთის მე-2 სკოლის მოსწავლემ ფანჯრიდან ვარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო (ვიდეო)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მეოთხე კლასელმა ვარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო - ბავშვმა გაიტეხა თავი, მოტეხილი აქვს ხელები. მოსწავლე მომხდარიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფანჯრიდან გადახტომა და სახლში ამ ფორმით წასვლა "გადაწყვიტა". მომხდარის შემდეგ სკოლამ პოლიცია გამოიძახა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მოზარდი ამ დროისთვის სახლში იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა