თეგებით ძიება

როგორ გამოვიცნოთ ნეგატიური ადამიანები?

მუდმივი წუხილი და პრეტენზია ყველაფერზე...თავდაჯერებულობის ნაკლებობა, შფოთვა, რომელიც შეიძლება სულისთვის დამღუპველი იყოს - ეს ის თვისებებია, რომლებიც ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებისთვის დამახასიათებელია. ცხოვრებაში ყოველთვის იქნება კარგი და ცუდი დრო. პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის ფიქრობს: "ესეც გაივლის" და "ხვალ უკეთესი დღე იქნება".

როგორ ამოვიცნოთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები?

1. ისინი ყოველთვის წუხან და უარყოფითი შედეგის მოლოდინში არიან მაშინაც კი, როცა საქმე მათთვის სასარგებლოდ მიდის.

2. ისინი პესიმისტურნი არიან; ვერასოდეს ხედავენ ცხოვრების ნათელ მხარეს; წვრილმან საკითხებზეც კი უარყოფითად ფიქრობენ. მათ სახეზე ღიმილს ვერაფერი იწვევს. 

3. ნეგატიური ადამიანები ბევრს წუწუნებენ: სერიული „ქვითინები“ არიან. ისინი  განუწყვეტლივ ჩივიან და ამით გარშემომყოფებისთვის ბევრი უსიამოვნება მოაქვთ. მათი შინაგანი რწმენით, მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგებათ; შეუძლიათ იწუწუნონ უამრავ საკითხზე, მათ შორის, ამინდზე, სამსახურზე, ხახვის ფასებზე...

4. ისინი ვერ ბედავენ ცდების ჩატარებას: ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები არასოდეს სცდებიან კომფორტის ზონას. მათ არ შეუძლიათ შიშის, დისკომფორტის, გამოწვევების ან წარუმატებლობის გადალახვა; ამიტომაც გაურბიან სიახლეებსაც და იკეტებიან მოსაწყენ ზონაში. 

5. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები წარუმატებელნი არიან: წარუმატებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით, თუმცა მათი უარყოფითი აურა მთავარი მიზეზია. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები, ჩვეულებრივ, ფიქრობენ, რომ არ არიან საკმარისად ჭკვიანი, კარგი გარეგნობის და ა.შ.. თუმცა მათი წარმატების რეალური საფრთხე არის ის, რომ ემოციურ ინტელექტს თავიანთი კრიტიკული და ნეგატიური მიდგომებით იზიანებენ. მათ მომავალი არ აღელვებთ; თითქმის არ საუბრობენ ცვლილებზე, რადგან არ იყურებიან თავიანთი წარმოსახვითი გასაჭირის მიღმა. მათი ცხოვრებისეული მიდგომა საუკეთესოდ შეიძლება აღვწეროთ, როგორც „ბნელ გვირაბში ჩარჩენილობა“. 

6. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანები „ენერგოვამპირები“ არიან: მთელ თქვენს ენერგიას შთანთქავენ; მათთან ყოფნისას ემოციურად და ფიზიკურად იღლებით. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ირგვლივ რაიმე პოზიტიური განწყობის გამოხატვა. 

7. ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს შეზღუდული ცხროვრებისეული გამოცდილება აქვთ - ძნელად აღიქვამენ სიხარულს, ძლიერ დადებით ემოციას, სილამაზესა და აღტაცებას. ისინი თითქმის არ ამჩნევენ ცხოვრების ნათელ/ბედნიერ მხარეს.

წყარო: https://timesofindia.indiatimes.com/life-style/relationships/love-sex/7-signs-to-recognize-negative-people-in-your-life/articleshow/48083436.cms


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა