თეგებით ძიება

წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას მარნეულში კაცი გარდაიცვალა

მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის გაყვანაზე დასაქმებული პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

"რადიო მარნეული" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მილების გასაყვანად ოთხი ადამიანი მუშაობდა.

"ისინი დაახლოებით 3-მეტრიან ორმოში მუშაობდნენ რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა", - წერს ადგილობრივი მედია.

შემთხვევის შედეგად სხვა დასაქმებული პირები არ დაშავებულან.

ცხედარი რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა