თეგებით ძიება
17. 10. 2023 ვიდეო

ინგა ფერაძეს დღეს მახათას მთაზე დაკრძალავენ (ვიდეო)

ქართველ ჯაზ-მომღერალ, ინგა ფერაძეს დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მისი ცხედარი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან უკვე გამოასვენეს.

17 ოქტომბერს, ბელგიიდან საქართველოში 1970-იანი წლების ქართველი ჯაზ-მომღერალი ინგა ფერაძე ჩამოასვენეს. ინგა ფერაძე 76 წლის ასაკში 8 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა.

ინგა 21 წლის განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა. იშვიათად ახერხებდა თბილისში კონცერტების გამართვას. უსაზღვროდ შეყვარებული იყო თავის ქალაქზე და ყველა სიმღერას თბილისს უძღვნიდა.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ინგა ფერაძე უსახსრობის გამო საქართველოში ვერ ჩამოდიოდა. ის ბრიუსელში სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. არაერთხელ მიმართა საზოგადოებას დახმარებისთვის - მას სამშობლოში დაბრუნება სურდა. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

ბელგიიდან საქართველოში ინგა ფერაძის გადმოსვენება და მისი დაკრძალვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და თბილისის მერიამ უზრუნველყო.

ინგა ფერაძე ოთხი წლის განმავლობაში ანსამბლ „დიელოს“ უცვლელი წევრი იყო. 1970-იან წლებში იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზის მომღერალი ქალი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 80-იან წლებში კი ძირითადად ქალაქურ სიმღერებს მღეროდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა