ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ჰამასის ლიდერის ოჯახის 14 წევრი მოკვდა
ღაზის ქალაქ შეიხ რადვანზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს ოჯახის 14 წევრი მოკვდა.
როგორც ისრაელის მედია წერს, არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ჰანიეს ძმა და ძმისშვილი მოკვდნენ. თავად ჰანიე კი ამჟამად კატარში იმყოფება.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.