თეგებით ძიება

"ისრაელში, ომში უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში… ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების შიში უფრო მაქვს” - რას წერენ ემიგრანტები ისრაელიდან?

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიდან ბევრი წერს, რომ ომის მიუხედავად, თავს მაინც დაცულად გრძნობენ, რადგან სახელმწიფოს იმედი აქვთ და საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებენ.

"იმედია, ჩემი სამშობლო არ გამინაწყენდები ჩემი სიმართლით. ისრაელის ომში უფრო დაცულად და მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე დღევანდელ საქართველოში, სადაც მშვიდობაა. ნეტავ, ჩვენც გვეღირსებოდეს ასე გაძლიერება და წელში გამართვა. მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს”, "ნუ აპანიკებთ საზოგადოებას! რეალობა დამდგარია! ისრაელი უძლიერესი სახელმწიფოა. მოაგვარებს ღირსეულად!”, "ისრაელის დატოვებას არ ვაპირებთ. აქ, ომში უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში, სადაც ქუჩაში არ გაისვლება, ყოველდღე მკვლელობებია”, "ემიგრანტი ვარ. მძიმეა ყველაფერი, განვიცდით ძალიან, მაგრამ დატოვებას არ ვაპირებ. სიკეთე, მშვიდობა, ყველაფერი კარგი ისრაელს”, "ნეტა, როგორც აქ ვართ დაცულები, ისე ჩვენს ქვეყანაში ვგრძნობდე თავს დაცულად”, "მე მჯერა ამ ქვეყნის, აქ ყველაფერი დამშვიდდება. როგორც ემიგრანტი, წასვლას არ ვაპირებ”, ,,ყველაფერს მიხედავს მთავრობა, 3 დღეში იქნება, 5 დღეში თუ ერთ კვირაში ყველაფერს მოაგვარებს და ერთი თვის თავზე ნაკვალევსაც გააქრობს, ომი რომ არავის გაახსენდეს. თქვენ იქ დაქცეულ ქვეყანას მიხედეთ, გაჩაღებული ომიდან ,,უსაფრთხო” ქვეყანაში დაბრუნების შიში რომ უფრო გვაქვს ემიგრანტებს”, – წერენ სოციალურ ქსელში ისრაელში მცხოვრები ემიგრანტები.

წყარო - sarkenews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა