საავადმყოფოზე დარტყმა საშინელებაა, ასობით დაღუპული და ასობით დაჭრილი, უბრალოდ კატასტროფაა - პუტინი
ღაზას საავადმყოფოს დაბომბვას პუტინმა ტრაგედია და კატასტროფა უწოდა და კონფლიქტის მალე დასრულების იმედი გამოთქვა:
"რაც შეეხება საავადმყოფოზე დარტყმას, ტრაგედიას რომელიც იქ დატრიალდა, ეს არის უბრალოდ საშინელება, ასობით დაღუპული და ასობით დაჭრილი, უბრალოდ კატასტროფაა, მე ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევა იქნება სიგნალი ყველასთვის, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს, გარდა ამისა, მე როდესაც რეგიონის ლიდერებს ვესაუბრე შემექმნა შთაბეჭდილება რომ ამ ომის გაგრძელება და გაფართოება არავის უნდა", - თქვა პუტინმა.
"ჰამასი" საავადმყოფოს აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნეს ფოტოები და აცხადებენ, რომ ისლამური ჯიჰადია პასუხისმგებელი, და რომ აფეთქება მათ მიერ რაკეტის წარუმატებელ გასროლას მოჰყვა. ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ უარყო ისრაელის ბრალდება და განაცხადა, რომ ის არ იყენებს საჯარო დაწესებულებებს, როგორიცაა საავადმყოფო სამხედრო მიზნებისთვის.
შემთხვევას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.