პენსია საქართველოში უნდა იყოს 1 000 ლარი - „ლელოს“ დაპირება
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოში მცხოვრებ ვეტერანთა და ხანდაზმულთა პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ ლელოს ერთ-ერთი საარჩევნო დაპირების მიხედვით, ხანდაძმულობის პენსია 1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ვეტერანებისთვის 500 ლარამდე.
"70 000 ვეტერანი გვყავს ამ ქვეყანაში, რომელსაც არც ჯანდაცვაზე და არც არაფერზე მიუწვდებათ ხელი. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გვიწერია და რეალური დაპირება გვაქვს, რომ ვეტერანების პენსია უნდა იყოს 500 ლარი. ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია საქართველოში უნდა იყოს 1 000 ლარი და ეს არის შესაძლებელი. მერე ველოდები თქვენგან რომ მკითხოთ, როგორ უნდა იყოს 1 000 ლარი, ახლა რაც არის, ამას როგორ ახერხებს ქართული სახელმწიფო. მე დავჯდები და მოგიყვებით იმ მეგაპროექტების შესახებ, რომელიც ხელისგულზე დევს ამ ქვეყანაში". - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
წყარო: tabula.ge