"მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, დადექით ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა“ - მოჰამედ სალაჰი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ეგვიპტელი ფეხბურთის ვარსკვლავი, კლუბ „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, შეიკრიბონ, რათა თავიდან აიცილონ ყველა უდანაშაულო ადამიანის ხოცვა და სასწრაფოდ მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მყოფ ხალხს.
„ყოველთვის მარტივი არ არის ასეთ დროს ისაუბრო. როცა არის უამრავი ძალადობა, როცა არის ძალიან ბევრი გულსატკენი სისასტიკე.
ბოლო კვირების ესკალაციები აუტანელია. ყველა სიცოცხლე წმინდაა და დაცული უნდა იყოს. ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს. ოჯახები ინგრევა.
ერთი რამ ცხადია, ღაზაში დახმარება დაუყოვნებლივ უნდა იყოს დაშვებული. იქ ხალხი საშინელ პირობებშია. ღაზაში მყოფ ხალხს დაუყოვნებლივ სჭირდება საჭმელი, წყალი, სამედიცინო საშუალებები.
მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, დადგნენ ერთად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა უდანაშაულო ადამიანების ხოცვა. კაცობრიობა უნდა იყოს დაცული!“, - ამბობს სალაჰი ვიდეომიმართვაში.
ეს იყო სალაჰის პირველი კომენტარები ისრაელ-ჰამასის ომზე, მას შემდეგ რაც ის ზოგიერთმა არაბმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა დუმილის გამო.
ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ გარკვეული სახის დახმარების მიწოდება ღაზას სექტორში უახლოეს დღეებში დაიწყება.
pic.twitter.com/cpyHFIhuQj — Mohamed Salah (@MoSalah) October 18, 2023