თეგებით ძიება

ყველასთვის საყვარელი, ბათუმელი „კუპატა“ მოკვდა

ბათუმელი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ძაღლი, სახელად კუპატა მოკვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:

„ლეგენდარულმა „კუპატამ“, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა... ჩვენი პატარა მეგობარი, სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო...

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ „კუპატას“ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით... გუშინ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა.

მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა. პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები“,-წერია „კუპატასთვის“ შექმნილ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა