თეგებით ძიება
19. 10. 2023 მსოფლიო

პალესტინის მხარდაჭერი მომიტინგეები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

პალესტინის მხარდამჭერი 100-მდე მომიტინგე ვაშინგტონში კონგრესის კენონის შენობაში შეიჭრნენ და მის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პროპალესტინური აქცია მოაწყო ორგანიზაციამ „ებრაელების ხმა მშვიდობისთვიზ“. მისი მონაწილეები საკუთარ თავს „ანტისიონისტ ებრაელებს“ უწოდებენ. მათ მაისურებს ეწერათ „ებრაელები დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ“.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. სამ დაკავებულს ბრალი წაუყენეს პოლიციელზე თავდასხმისთვის.

პროპალესტინური აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 16 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ღაზას სექტორის ერთ-ერთ საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა. პალესტინელები დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რაკეტა თავად პალესტინელებმა გაუშვეს და ის ტექნიკური პრობლემების გამო ღაზას სექტორში ჩავარდა. ისრაელის ამ მოსაზრებას დამოუკიდებელი ექსპერტებიც ადასტურებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა