თეგებით ძიება

თბილისში 20 000-მდე საცხოვრისი 1919 წლამდეა აშენებული - „საქსტატის“ მონაცემები

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა - 230 002 სახ­ლი, 1961-1970 წლებ­ში აშენ­და, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე მეტი - 59 518 თბი­ლის­შია აშე­ნე­ბუ­ლი.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­ცხოვ­რი­სე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 1919 წლამ­დე აშენ­და. მათი რა­ო­დე­ნო­ბა 31 790-ია, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე ბევ­რი 19 018 თბი­ლის­შია აშე­ნე­ბუ­ლი. უძ­ვე­ლე­სი სახ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მე­ო­რე ად­გილ­ზეა იმე­რე­თი, სა­დაც 1919 წლამ­დე 3 783 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აშენ­და, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი სახ­ლი კი აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ო­დამ­დე გუ­რი­ა­ში აა­შე­ნეს - მათი რა­ო­დე­ნო­ბა 383-ია.

თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, 72 473, 1971-1980 წლებ­ში აშენ­და, სა­ი­და­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბა 68 896 იზო­ლი­რე­ბუ­ლი (ცალ­კე) ტი­პის ბი­ნაა, ხოლო 3 577 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლი.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში ყვე­ლა­ზე მეტი 15 231 სახ­ლი ასე­ვე 1971-1980 წლებ­ში აშენ­და, მათ­გან 7839 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლი იყო, 7 392 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბინა.

გუ­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ბევ­რი 8 104 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი 1946-1960 წლებ­ში აშენ­და, რო­მელ­თა­გან 7589 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლია, 515 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბინა.

იმე­რეთ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, 37 549 სახ­ლი 1961-1970 წლებ­ში აა­შე­ნეს, მათ შო­რის 28 373 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლია, 9 176 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი.

კა­ხეთ­ში ყვე­ლა­ზე მეტი 27 184 სა­ცხოვ­რი­სი 1946-1960 წლებ­შია აგე­ბუ­ლი, მათ­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლი 25 984-ია, იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბინა კი 1200.

მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა 5 809, ასე­ვე 1946-1960 წლებ­ში აა­შე­ნეს, რო­მელ­თა შო­რი­საც 4 944 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლია, ხოლო 865 იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბინა.

რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე ბევ­რი 2495 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 1961-1970 წლებ­ში აა­გეს, რო­მელ­თა­გან 2 390 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, 105 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი სახ­ლია.

სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა - 22 280, 1961-1970 წლებ­ში აშენ­და, მათ შო­რის 19 684 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლია, 2596 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბინა.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ასე­ვე 1961-1970 წლებ­ში აა­შე­ნეს ყვე­ლა­ზე მეტი, 11 112 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, მათ­გან 9 797 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რი­სია, 1 315 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი.

ქვე­მო ქარ­თლში სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, 24 855 სახ­ლი 1971-1980 წლებ­ში აა­გეს, რო­მელ­თა შო­რის 13 138 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სახ­ლია, 11 717 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბინა.

შიდა ქარ­თლში კი სახ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წი­ლი, 19 939 სა­ცხოვ­რი­სი, 1961-1970 წლებ­შია აშე­ნე­ბუ­ლი - მათ­გან 15 468 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, 4471 კი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბი­ნაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „საქსტა­ტის“ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რას ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ბო­ლოს 2014 წელს ჩა­ტარ­და, მომ­დევ­ნო აღ­წე­რა კი მო­მა­ვალ, 2024 წელს ჩა­ტარ­დე­ბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა