ისრაელის თავდასხმის შედეგად "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს პირველი ქალი წევრი დაიღუპა - The Times of Israel
The Times of Israel "ჰამასთან" დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა ჯამილა ალ-შანტი. ის "ჰამასის" თანადამფუძნებლის, აზიზ ალ-რანტისის ქვრივი და პირველი ქალია, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს.
არ გავრცელებულა ცნობა, კონკრეტულად სად მოხდა თავდასხმა, მითითებულია, რომ იერიში ისარალემა გამთენიისას მიიტანა.
ალ-შანტი 2021 წელს აირჩიეს "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.