"ტანში მზარავს, გახსენებაც კი არ მინდა, რაც ჩემმა ოჯახის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს იყო ჩვეულებრივი წამება“ - რას წერს ზურა ხაჩიძე?
მომღერალი, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისმა ოჯახმა უამრავი წყევლა და მუქარა გაიარა.
"2018 წელს, სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ, წყევლა, მუქარა, შეურაცწყოფა, ამას მტერსაც არ ვუსურვებ!
ყველაზე მეტი დარტყმა ჩემს ნინიზე იყო, ამოიღეს მიზანში და ყველას კარგად გემახსოვრებათ რა ჯოჯოხეთი გაატარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ლანძღვა,მუქარა, წარმოუდგენელი ბულინგი და დამცირება, ეს იყო ჩვენი 24 საათიანი რეჟიმი.
სალომეზე მეტად ჩვენ დავზარალდით, თან მიუჩვევლები, მარტო სიყვარულს, რომ ვიღებდით მთელი ცხოვრება. ( სალომეს ელემენტარული მადლიერებაც კი არ გამოუხატავს ჩვენს მიმართ)
მისი არჩევნები იყო, როდესაც გასტროლები მქონდა ამერიკაში, კენძოდ ფილადელფიაში და მისი გვერდში დგომისთვის ყველაზე მწარედ იქ დავისაჯე.( დეტალებში აღარ შევალ)
არ მიჭირს შეცდომის აღიარება და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, უკლებლივ ყველას, ვისაც მოგიწოდებდით არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას…
პ.ს. 2018 წლის არჩევნებზე, რომ იწყება ლაპარაკი, ტანში მზარავს, გახსენებაც კი არ მინდა, რაც ჩემმა ოჯახის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს იყო ჩვეულებრივი წამება! ჩვენ, ადამიანებს, რომელიც სიყვარულს გავცემთ და ამას ვიღებდით თითოეული ჩვენი მსემენელისგან გაასმაგებულად, ამ პერიოდმა ეს წაგვართვა და დიდი შავი ლაქა დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და კარიერაში…", - წერს მომღერალი.