"გავიდა სადარბაზოში, წაბარბაცდა, გული გამიხეთქა...“ - რას ჰყვება მიმკედლებელი „კუპატაზე“?
ბათუმელი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ძაღლი, სახელად კუპატა მოკვდა.
„კუპატას“ მიმკედლებელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „კუპატა“ 18 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ცუდად გახდა და გარეთ გასვლა მოინდომა.
„გავიდა სადარბაზოში, წაბარბაცდა, დაწვა, ამოისუნთქა და გარდაიცვალა. გული გამიხეთქა, სიკეთით სავსე რომ იყო, სახლში არ მოკვდა“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.
მისივე თქმით, „კუპატას“ ელენთის სიმსივნე ჰქონდა და ბოლო თვეებია მძიმედ იყო ავად. ძაღლი დაახლოებით 10 წლის იყო.