თეგებით ძიება

"უკვე 2 წელი გავიდა ამ ასაკიდან და მივხვდი, რომ თურმე ცხოვრება ისეთი არ ყოფილა, როგორიც იქამდე მეგონა" - რას წერს თი მაჭავარიანი?

6 დღის წინ, სანამ თი მაჭავარიანი მეუღლესთან დაშორების შესახებ ამცნობდა გამომწერებს, ინფლუენსერი იუბილარი იყო და 32 წლის გახდა. საკუთარი სურვილებისა და გეგმების შესახებ კი „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს სამომავლო გეგმები გაუზიარა.

„რომ ამბობენ, 30 წლის შემდეგ იწყება ცხოვრებაო, მართალი ყოფილა. უკვე 2 წელი გავიდა ამ ასაკიდან და მივხვდი, რომ თურმე ცხოვრება ისეთი არ ყოფილა, როგორიც იქამდე მეგონა.. შეხედულებებიც შემეცვალა ყველაფრის მიმართ, ისეთი აღქმაც აღარ მაქვს.. შემეცვალა პრიორიტეტები, მიდგომები, საკუთარ თავზე შეხედულება და ყველაფერი, რაც ქმნის თის... ერთი სიტყვით - გავიზარდე... და მომწონს, ძალიან მომწონს ასეთი შეხედულება, ცხოვრების, სამყაროსა თუ ადამიანების მიმართ...

ვსწავლობ საკუთარ თავს, სურვილებს... მეტად მომსმენი და მომთმენი ვარ თის მიმართ.. და ერთი სული მაქვს უკეთ შევიცნო ის და შევიყვარო... ჰოდა, სწორედ ამას ვუსურვებ ჩემს თავს,“ - წერდა თი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა