„მგზავრების“ ახალი კლიპი, წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე, Daft Punk-ის, Rolling Stones-ის გვერდით მოხვდა
რეჟისორი ლადო კვატანია, რომელმაც „მგზავრების“ WALTZ-ის ვიდეო რგოლი გადაიღო, მორიგი წარმატების შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
„წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე ჯგუფი „მგზავრები“ ტრევის სკოტთან, დაფტ პანკთან, როლინგ სტოუნზთან და სხვა ბრწყინვალე შემსრულებლებთან ერთად არის წარდგენილი. არ ვიცით, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ვამაყობთ ამით. ვულოცავ მთელ გუნდს!“ - წერს ლადო კვიტია.
გამარჯვებული 22 ნoემბერს გამოვლინდება.
ცნობისთვის, „ვალსი“ - ეძღვნება ჩვენგან წასულ ახლობლებს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი არ გვტოვებენ.