თეგებით ძიება

სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე სროლა იყო - „ირანელი სტუდენტები მიუვარდნენ სახლში ადგილობრივს“

სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სროლა იყო. 

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრებლები „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ, ერთ-ერთმა კაცმა ჰაერში გაისროლა.

დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„რა მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცი. ერთ-ერთ ადგილობრივს გამოუტანია იარაღი და სროლა დაუწყია“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

„გავიგეთ, რომ ქართველებს და ირანელებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. არ ვიცით რა მოხდა. ოთახში ვიყავით, როდესაც გასროლის ხმა გავიგეთ“, - აცხადებს თვითმხილველი. 

„ირანელი სტუდენტები მიუვარდნენ სახლში ადგილობრივს. ადგილობრივმა უცხოელებს შენიშვნა მისცა მანქანის გაჩერების გამო და ირანელი კაცს მანქანიდან გადმოუხტა“, - აღნიშნავს თვითმხილველი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა