თეგებით ძიება

“ბავშვები გარეთ არასდროს აღარ დაიძინებენ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლი ავუშენეთ” – აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

„საოცრება  ამბები 

ბავშვები, გარეთ არასდროს აღარ დაიძინებენ  

იმიტომ, რომ ჩვენ  სახლი ავუშენეთ 

ექნებათ  საწოლები, ტელევიზორი, მაცივარი,  ჭურჭელი, ტანსაცმელი და საჭმელი 

ბავშვები ივლიან სკოლაში და ოჯახი  თავიდან დაიწყებს ყველაფერს 

პატარას, თავის საკუთარ სახლში სძინავს 

ამაზე ბედნიერებას რას უნდა უყურო ბავშვების სახელით უზარმაზარი მადლობა თქვენ ყველას 

წინ დიდი ამბებია“ - წერს აკა სინჯიკაშვილი.

ცნობისთვის, ამ ბავშვების შესახებ ბლოგერი სექტემბრის დასაწყისში წერდა და საზგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდებდა, რასაც როგოც ხედავთ, სასურველი შედეგი მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა