თეგებით ძიება

სოფო აკეთებს ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ეტყვის ეს სააკაშვილის უხრწნელი ბოტასის ამბორი იქნება, თუ ჭორვილაში მიშას ხატით ჩამოვლა - ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

მეგობრებო, ვინც ახლა თავს ესხმით სოფო ჯაფარიძეს, გაითვალისწინეთ, რომ სააკაშვილის დამსახურებით, სოფოს ქმედებები კარიერული წინსვლის გზაა. 

სააკაშვილს შეზღუდული აქვს თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია ოპოზიციურ ველზე მისი რუპორი მედიების მეშვეობით, რათა სხვა ვერავინ განვითარდეს და ვისაც პოლიტიკური კარიერა სურს, მასთან მივიდეს. 

მასთან წინსვლის გზა არის ის რასაც სოფო აკეთებს - ანუ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ეტყვის. 

მნიშვნელობა არ აქვს,  ეს სააკაშვილის უხრწნელი ბოტასის ამბორი იქნება, თუ ჭორვილაში მიშას ხატით ჩამოვლა. 

სააკაშვილი ამას სთავაზობს ქართველ ხალხს - პოლიტიკოსებს, რომლებსაც მისი ფეხის ნაბანი წყლის სმა ევალებათ, წინ წასასვლელად. 

მნიშვნელობა არ აქვს რა შეუძლიათ მათ ქართველი ხალხისთვის. 

ხალხის ფასი ნულია.

მთავარია სააკაშვილი ადიდონ. 

ასეთ სისტემაში სოფო ჯაფარიძე კი არა, გოლდა მეიერი გაიხრწნებოდა თუ ჩემს გზას არ აირჩევდა. 

ამიტომ უნდა დაინგრეს ეს კართაგენი და სისტემურად გადაიტვირთოს პოლიტიკა.

ამას ვიზამთ ჩვენ.

ჩვენ ამ სიმყრალეს დავასრულებთ - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა