თეგებით ძიება

საგადასახადო სამსახურმა Imovies.cc-სა და adjaranet.com-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა Imovies.cc-სა და adjaranet.com-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ცნობისთვის, საავტორო უფლებების დარღვევისთვის imovies.cc, adjaranet.com პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის აგვისტოში გაითიშა. ორივე საიტს წლების განმავლობაში ფილმების მეკობრულად გავრცელებას ედავებიან. თუმცა, მათ ქართულ ინტერნეტში ფილმების ყველაზე დიდი რესურსი ჰქონდათ. მხოლოდ imovies.cc-ზე განთავსებული იყო: 35 ათასზე მეტი ფილმი, 10 ათასზე მეტი სერიალი და 3 ათასამდე მულტიპლიკაციური ფილმი.

ამ დროისთვის adjaranet.com და imovies.cc ისევ გათიშულია. საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ბეჟაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია სერვერები, სადაც მეკობრული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა